დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

18 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 7 521 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 160, ხოლო გარდაიცვალა — 31 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 56 367 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 38 892, ხოლო PCR-ით — 17 475.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 13,34%, ბოლო 7 დღის — 10%, ხოლო 14 დღის — 10,26%.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 006 864-ს. ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 14 512, ხოლო გამოჯანმრთელდა 934 667 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 521 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 4 171 შემთხვევა;
  • აჭარა — 801;
  • იმერეთი — 792;
  • ქვემო ქართლი — 285;
  • შიდა ქართლი — 380;
  • გურია — 193;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 302;
  • კახეთი — 263;
  • მცხეთა-მთიანეთი — 171;
  • სამცხე-ჯავახეთი — 108;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 55.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 57 659, საიდანაც 4 465 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 015, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი იმყოფება 285 ადამიანი.

2 050 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 51 144 კი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 50 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: