Georgian Airways, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გადახდისუუნაროდ არის გამოცხადებული და რეაბილისტაციის რეჟიმში იმყოფება, იყიდება.

შესაბამისი განაცხადი საბროკერო კომპანიის, business-brokerage-ის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. როგორც განცხადებიდან ირკვევა, კომპანია 150 მლნ დოლარად იყიდება.

გადახდისუუნარობის გამო რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თხოვნით Georgian Airways-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასული წლის 22 დეკემბერს მიმართა. სასამართლომ კომპანიის განცხადება დასაშვებად ცნო და მის მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმი გახსნა, რაც კრედიტორებისთვის დავალიანების დაფარვის მიზნით რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებას ითვალისწინებს.

განჩინების მიხედვით, კომპანიის დავალიანება 175 854 075 ლარია, ხოლო აქტივების საერთო ღირებულება 21 378 262 ლარი. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ შპს ჯორჯიან ეარვეისს ვალდებულებები 70-ზე მეტ სააგენტოს, მიმწოდებლების და 16 168 მგზავრის წინაშე აქვს.

კომპანიის 20%-ის მფლობელი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ჯორჯიან ეარ სერვისია, 80%-ის მფლობელი და გენერალური დირექოტორი კი დავით გაიაშვილი.