რად უნდა ამას მედიაცია და პროცესების გართულება — სარჯველაძე ომბუდსმენის ინიციატივაზე
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ბევრი ადამიანი დევნილების საკითხს არცთუ ისე კეთილსინდისიერად იყენებს. დეპუტატი პროცესში სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მედიატორობის აუცილებლობას ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ ვითარებას "გართულება" არ უნდა.
"ღმერთმა ქნას, მეჩვენებოდეს, მაგრამ ბევრი ადამიანი ცდილობს ახლა ვითარების არცთუ ისე კეთილსინდისიერად გამოყენებას. აქ მთავარი რაც არის, შედეგზე ვიყოთ ორიენტირებული, არ არის აუცილებელი კამერებთან კეკლუცობა.
[...] ღია კარის მტვრევა, ხშირ შემთხვევაში, ემსგავსება, არასწორ მანიპულაციას. ღმერთმა ქნას, რომ მცდარი იყოს ჩემი ეს ვარაუდი, ან შეხედულება, რომელიც მიყალიბდება, მაგრამ მინდა ყველას მიმართ მოწოდება, მართლა შევწუხდეთ იმ ადამიანების მდგომარეობით, რომელი ადამიანების მდგომარეობაც გვალაპარაკებს ამ წუთას ამ თემაზე. ეს ნიშნავს, დავსხდეთ, ხელები დავიკაპიწოთ და რეალურად მივიღოთ გადაწყვეტილებები", — თქვა მან პალიტრანიუსის ეთერში.
ნინო ლომჯარიამ სანატორიულ ქართლის მაცხოვრებლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის აპარატი სამინისტროსა და დევნილებს შორის მედიატორის როლის შესრულებისთვის მზადაა. მან ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს ამ საკითხზე შეხვედრა და საუბარიც შესთავაზა.
16 იანვარს, სანატორიუმ ქართლის შენობასთან დევნილი გარდაიცვალა. ადგილობრივების თქმით, ის სახურავიდან გადმოხტა და თვითმკვლელობის მიზეზი მათი მოთხოვნების შეუსრულებლობაა. სანატორიუმის ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილები საცხოვრებელ პირობებს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, შენობა ავარიულია და საცხოვრებლად საშიში. რამდენიმე კვირაა პასუხისმგებელ პირებთან, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივები სამართალდამცავ უწყებებს რამდენიმე საათის განმავლობაში არ აძლევდნენ ცხედრის ექსპერტიზაზე გადატანის უფლებას.
17 იანვარს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ სანატორიუმ ქართლში მომხდარი ფაქტი "უბედური შემთხვევაა" და ის დევნილთა პრობლემებს არ უნდა დაუკავშირონ.
ამავე თემაზე:
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
კომენტარები