მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, არხი ახალ სეზონს განახლებული ბადით შეხვდება, მისი პირველ მოადგილე და საინფორმაციო სამსახურის უფროსი კი გიორგი გაბუნია იქნება. ამის შესახებ გვარამიამ ფეისბუქგვერდზე დაწერა და თქვა, რომ სხვა სიახლეებს მოგვიანებით აცნობებს საზოგადოებას.

გვარამიას თქმით, პოსტ ფაქტუმს გაბუნიას ნაცვლად მიხეილ სესიაშვილი წაიყვანს და გადაცემის ჯგუფს შეუერთდება ჟურნალისტი ბექა ყორშიაც. შაბათის გადაცემის ნაცვლად ეთერში გავა ახალი ამბების გამოშვება, რომელსაც თამარ ბაღაშვილი წაიყვანს. ამასთანავე, დაიხურა დებატები თამარ ბაღაშვილთან.

მთავარი არხის გენერალური დირექტორის განცხადებით, შეიცვალა მისი გადაცემის, მთავარი აქცენტების ეთერში გასვლის დროც და ის ხუთშაბათობით 22:00 საათზე გავა ეთერში. დაიხურა პროექტი ხალხის ხმაც, ხოლო გადაცემა მთავარი გოგოები კვირას, 23:00 საათზე, პოსტ ფაქტუმის შემდეგ იქნება.