დამღლელი დღის შემდეგ სახლში მშვიდად ჩამოჯდომას არაფერი სჯობს. თუმცა, არსებობს გაუთვალისწინებელი შემთხვევები, რომლებიც ზოგჯერ მყუდროებას გვირღვევს. ბინის დატბორვა, ავეჯის დაზიანება — მსგავს სიტუაციებს შეიძლება ვერ გავექცეთ, მაგრამ, საბედნიეროდ, არსებობს ბინის დაზღვევა, რომელიც სიმშვიდის გარანტია.

სტატიაში ჩამოთვლილი 7 უსიამოვნო მოულოდნელობა მხოლოდ მცირე ნაწილია იმ შემთხვევებისა, რომელზეც ალდაგის ბინის დაზღვევა იზრუნებს.

1. როცა ზედა მეზობელმა წარღვნა მოგიწყო

ფოტო: Giphy

ეს უსიამოვნო შემთხვევა იმაზე ხშირად ხდება, ვიდრე გგონია. დაუდევარი მეზობლის მიერ მოშვებული ონკანი წარღვნის დასაწყისია, რომელიც ხელახლა გასარემონტებელი ბინით სრულდება. თუმცა, ყველაფერის მეზობელზე დაბრალებაც არ გვინდა, რადგან ასეთივე წარღვნა შესაძლებელია ძველმა წყალსადენმა მილმაც გამოიწვიოს, რომელიც ერთ დღეს, უბრალოდ, სკდება.

2. ან როცა შენს დაუდევრობას მეზობლის სახლი ვერ გადაურჩა

ფოტო: Giph

მუდამ ყურადღებით ვერ ვიქნებით — არის შემთხვევები, როცა მოშვებული ონკანი მხოლოდ მას შემდეგ გვახსენდება, როცა განრისხებული ქვედა მეზობელი კარზე კაკუნს ატეხს. თუმცა სანერვიულო არაფერია, ალდაგის ბინის დაზღვევა მეზობლის რემონტზეც ზრუნავს და შენს ხელფასსაც უფრთხილდება.

3. როცა გაბრაზებული შეყვარებული ბინაზე შურისძიებას გადაწყვეტს

ფოტო: Tenor

ყველა ურთიერთობა მეტნაკლებად ტოქსიკურია, ზოგიერთი კი — ზედმეტად. აი თუ ბრაზიანი მიჯნურის რისხვა ბინას დაატყდება თავს, ამ დროს არც ტელევიზორია დაცული, არც სარეცხი მანქანა და არც ავეჯი, თუ, რა თქმა უნდა, ალდაგის დაზღვევა არ გაქვს, რომელიც ბინაში მოწყობილ ბრძოლის ველზე მშვიდობას დაამყარებს.

4. როცა მეზობლის ბავშვები შენი სახლის კართან ბრძოლას გადაწყვეტენ

ფოტო: Gifer

ბავშვები სამეზობლოს სიცოცხლით ავსებენ, ასევე კედლებს — მინაწერებით, კარებს კი — ნაკაწრებით. ჰო და, თუ ერთ დღეს სახლში დაბრუნდი და კარი შელახული დაგხვდა, ნამდვილად ინატრებ, რომ ბინის დაზღვევა გქონდეს.

5. როცა დაზიანებული გაზის გამათბობელი ფარდას ცეცხლს წაუკიდებს

ფოტო: Tenor

ნუ იფიქრებ, რომ მსგავსი შემთხვევები იშვიათად ხდება. იმ სახლებში, სადაც ძველი რემონტი და გათბობაა, გაუთვალისწინებელი შემთხვევები ხშირად ხდება, რასაც ფარდა თუ ფანჯრის რაფა ეწირება ან, სულაც, მოკლე ჩართვა გვინადგურებს ავეჯს. მსგავსი რისკებისგან ბინის დაზღვევა დაგიცავს.

6. როცა გარეთ ამოვარდნილი ქარიშხალი სახლშიც დატრიალდება

ფოტო: Giphy

ძლიერი ქარი ათას თავსატეხს გვიჩენს, ზოგჯერ კი, სულაც, წაქცეული ხის ჩვენს ფანჯარაში შემოჭრის მიზეზად იქცევა. ქარიშხლისას ჩამტვრეული ფანჯრების, რემონტისა თუ ავეჯის შესაცვლელად ბინის დაზღვევა გჭირდება.

7. როცა ვინმე 90-იანებს გაიხსენებს და ბინის გაძარცვას გადაწყვეტს

ფოტო: Giphy

ბინის ძარცვა შეიძლება ისეთი ხშირი აღარაა, როგორც 90-იან წლებში იყო, მაგრამ დაზღვეული არავინ ვართ. შეიძლება, ერთ დღეს სახლში დაბრუნებულს ბინა თავდაყირა დაგხვდეს. თუ ბინის დაზღვევა გაქვს, მსგავს მოულოდნელობას ბევრად აუღელვებლად შეხვდები.

ალდაგი წარმოგიდგენთ სახლის დაზღვევის გაერთიანებულ პროდუქტს, რომლის საშუალებით შესაძლებელია სახლის ყველა ძირითადი კომპონენტის დაზღვევა.
შენ შეგიძლია დააზღვიო

• კარკასი
• რემონტი
• შიგთავსი და ტექნიკა
• მეზობლობა

გაიგე მეტი ამ ბმულიდან.