14 თებერვლიდან, ალტე უნივერსიტეტი დამწყებ პროექტის მენეჯერებს, შუა რგოლის მენეჯერებსა და იმ ადამიანებს, ვინც მონაწილეობას იღებს კომპანიაში სხვადასხვა ზომის პროექტების მართვასა და ცვლილებების განხორციელებაში, პროექტის მენეჯმენტის ერთთვიან ინტენსიურ კურსს სთავაზობს.

კურსის ხელმძღვანელი თიბისი ბანკის ეჯაილ ტრანსფორმაციის ლიდი ინგა ყელაურაძეა, რომელსაც პროექტის მენეჯმენტის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. Project Management-ის ინტენსიურ კურსს ასევე წარმართავენ მენტორები თეო ცერაძე და გუკა კიტია, რომლებიც არაერთი წარმატებული პროექტის ხელმძღვანელები თუ თანამონაწილეები არიან.

ფოტო: ალტე უნივერსიტეტი

"მნიშვნელოვანია, რომ ეს კურსი კონკრეტული მიმართულების პროექტებზე არ არის მორგებული. იგი მოიცავს ზოგად ინსტრუმენტებს დაწყებული ინიცირების ფაზიდან, დამთავრებული დანერგვისა და ცვლილების მართვის ფაზით. დეტალურად განვიხილავთ, თუ რა პროცესებისგან შედგება პროექტის მართვა, რა კომპეტენციები გვჭირდება ეფექტურად მუშაობისთვის და რა ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენოთ მეტი წარმატებისთვის, ასევე, თუ რა გამოწვევები გვხვდება თანამედროვეობაში და როგორ ვუპასუხოთ მათ, როგორ ვმართოთ რესურსები ეფექტიანად და რა თანამედროვე მიდგომები და მეთოდები გამოვიყენოთ ამისთვის", — აღნიშნავს ინგა ყელაურაძე, Project Management-ის კურსის ხელმძღვანელი.

აღსანიშნავია, რომ ალტე უნივერსიტეტის Project Management-ის კურსზე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. ადგილების რაოდენობა კი შეზღუდულია. მათთვის, ვინც კურსზე 20 იანვრამდე დარეგისტრირდება, მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

ერთთვიანი ინტენსიური კურსის ფარგლებში დაგეგმილი პირველი ტრენინგი 14 თებერვალს ჩატარდება.

კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ალტე უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.