დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია კულუტურის სამინისტროს განცხადებას ტერმინოლოგიითა და სტილით საბჭოთა კავშირს ადარებს. ასე ეხმაურება ის უწყების განცხადებას, რომ ელენე ბაქრაძის (დარიანის) წიგნში ანა კალანდაძის ორი ლექსის მოხვედრის გამო, ლიტერატურის მუზეუმს გამოცემის გავრცელების შეწყვეტა მოსთხოვეს.

"პირდაპირ საბჭოთა კავშირია, მოქმედებით, ტერმინოლოგიით, სტილით ყველაფრით. ვინ გკითხავთ თქვენ რედაქტორს და მის შეცდომას თუ შეუცდომლობას? წიგნის ამოღებაღა გვაკლდა. წიგნი ბევრი უნდა ვიყიდო", — წერს ის ფეისბუქპოსტში.

კულტურის სამინისტროში ამბობენ, რომ შეცდომის შესახებ მათ "აღშფოთებულმა მოქალაქეებმა" მიმართეს. მათივე თქმით, უახლოეს მომავალში საკითხის "სერიოზულად" განხილვას მუზეუმის დირექტორთან, და ამავე დროს, წიგნის შემდგენელთან, ლაშა ბაქრაძესთან გეგმავენ.

საპასუხოდ, ლაშა ბაქრაძემ დაწერა, რომ რომ თუ მათ "სამართლიანად აღშფოთებულ მოქალაქეთა" აზრი აინტერესებთ, განცხადების ქვეშ კომენტარებს არ უნდა შლიდნენ. მისივე თქმით, სამინისტროს განცხადებაზე პასუხს მოგვიანებით გაავრცელებს.