გყოლიათ ისეთი თანამშრომელი, რომელსაც იმდენად კარგად უგებთ, რომ მის გარეშე მუშაობა თქვენთვის წარმოუდგენელია? როგორც ჩანს, ასეთი შემთხვევები არც ჰოლივუდშია იშვიათი. ინდუსტრია მსახიობების რამდენიმე წყვილს იცნობს, რომლებიც ერთად იმდენად კარგად თამაშობენ, რომ ერთის მეორეს გარეშე წარმოდგენა ძალიან რთულია.

მაშ ასე, გთავაზობთ მსახიობების 7 განუყრელ დუეტს, რომლებმაც ეკრანი ერთად გაცვითეს:

1. კიანუ რივზი და ვაინონა რაიდერი

ფოტო: Getty Images

კიანუ რივზი და ვაინონა რაიდერი ერთად ოთხ ფილმში თამაშობენ: Bram Stoker's Dracula, A Scanner Darkly, The Private Lives of Pippa Lee და Destination Wedding. მსახიობებს ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ. ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც აღნიშნეს, რომ ერთმანეთი მოსწონდათ. რაც მთავარია, კიანუ და ვაინონა იმაზეც შეთანხმდნენ, რომ Bram Stoker's Dracula-ში ქორწინების ცერემონია ნამდვილი მღვდლის წინ ჩაატარეს და შესაძლოა, რეალურ ცხოვრებაშიც დაქორწინებულნი იყვნენ.

2. ბენ სტილერი და ოუენ უილსონი

ფოტო: Usa Today

ბენ სტილერსა და ოუენ უილსონს ერთმანეთთან ხანგრძლივი თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებთ. მსახიობები ერთად 12 ფილმში მონაწილეობდნენ, რომელთა შორისაცაა Zoolander-ის ორი ფილმი, Night at the Museum-ის 3 ფილმი, The Royal Tenenbaums და ა.შ. ნეტავ, ერთმანეთი ოდესმე თუ მობეზრდებათ?

3. პენელოპე კრუზი და ხავიერ ბარდემი

ფოტო: Getty Images

პენელოპე კრუზი და ხავიერ ბარდემი რეალურ ცხოვრებაში დაქორწინებულები არიან, თუმცა ერთად ყოფნა არც ეკრანზე აკლიათ. წყვილს 8 საერთო ფილმი აქვს, რომელთა შორისაცაა Vicky Cristina Barcelona, The Counselor, Everybody Knows და სხვა.

4. კილიან მერფი და ტომ ჰარდი

სერიალ Peaky Bliders-ში მონაწილეობის გარდა, კილიან მერფიმ და ტომ ჰარდიმ თავი ისეთი ცნობილი ფილმებით დაგვამახსოვრეს, როგორებიცაა The Dark Knight Rises, Inception და Dunkirk. სამივე ფილმის რეჟისორი კრისტოფერ ნოლანია და მას გემოვნება აუცილებლად უნდა შევუქოთ!

5. ტიმოთი შალამე და სირშა რონანი

ფოტო: Sony Pictures Releasing

ტიმოთი შალამე და სირშა რონანი რეალურ ცხოვრებასა და ეკრანზე ერთმანეთს მშვენივრად ეწყობიან. მსახიობები ერთად ისეთ ცნობილ ფილმებში გამოჩნდნენ, როგორებიცაა Lady Bird, Little Women და The French Dispatch.

6. ტომ ჰენკსი და მეგ რაიანი

ფოტო: Getty Images

ტომ ჰენკსისა და მეგ რაიანის წყვილი რომანტიკული ფილმების სავიზიტო ბარათად იქცა. მსახიობები ერთად ოთხ ფილმში მონაწილეობენ: You've Got Mail, Sleepless in Seattle, Joe Versus the Volcano და Ithaca.

7. მეთ დეიმონი და ბენ აფლეკი

ფოტო: Miramax

მეთ დეიმონი და ბენ აფლეკი დიდი ხანია, მეგობრობენ და ერთმანეთს მუშაობის დროსაც მშვენივრად უგებენ. Good Will Huntint, Dogma, The Last Duel — ეს იმ ფილმების მცირე ჩამონათვალია, რომელშიც მსახიობები ერთად თამაშობენ.