კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან გათავისუფლებული თანამშრომლები აპირებენ სასამართლოს მიმართონ.

"მე ამ საქმეს ასე არ დავტოვებ, ჩვენი ჯგუფი, რასაკვირველია, შეეცდება სამართლებრივად იბრძოლოს ამ საქმეზე და მე ნამდვილად მივმართავ სასამართლოს", — აცხადებს სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი, გიორგი გაგოშიძე.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან რამდენიმე ადამიანი გაათავისუფლეს. მათი თქმით, სამსახურიდან გაშვების შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფოსტით მიიღეს. ერთ-ერთი თანამშრომელი ფორმულასთან ამბობს, რომ მას მიზეზად კომპეტენციის ნაკლებობა დაუსახელეს. კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის აწ უკვე ყოფილი უფროსი, გიორგი გაგოშიძე ფიქრობს, რომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება პოლიტიკურია.