პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი აცხადებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელი. ასე გამოეხმაურა ის პარტიის სტრუქტურულ ცვლილებებს.

"შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება — ეს არის აქსიომა. ჯამის შეცვლა ვერ მოხდება ვერანაირად ნაყოფია ჩაუდგება პოლიტიკურ პარტიას სათავეში, ნიკანორ მელია თუ ნებისმიერი სხვა", — განაცხადა ვოლსკიმ იმედთან საუბრისას.

"ჩვენ არ გვინდა უბრალოდ შესაკრებთა გადანაცვლებით რაღაცა ფონს გავიდეთ. ჩვენ გვინდა, რომ ჯამი შეიცვალოს", — ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

ნაციონალურ მოძრაობაში შიდაპარტიული გადაადგილებების შესახებ 10 იანვარს განაცხადეს. პოლიტიკურ საბჭოს უკვე კობა ნაყოფია ხელმძღვანელობს, გენერალური მდივანი კი იქნება პეტრე ცისკარიშვილი გახდა. რაც შეეხება ნიკა მელიას, როგორც მან განაცხადა, გარკვეული პერიოდით შეითავსებს თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობას.