Microsoft-მა უკრაინაში, არაკომერციული და ტექნოლოგიური ორგანიზაციების, ასევე სამთავრობო უწყებების კომოიუტერულ სისტემებში "დესტრუქციული" პროგრამა აღმოაჩინა, რომელსაც შეუძლია მონაცემების წაშლა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. Microsoft-ის შეფასებით აღმოჩენილი კოდი არის მაღალი რისკი უკრაინაში მდებარე ნებისმიერი არაკომერციული ორგანიზაციის თუ სამთავრობო უწყებისთვის.

ეს ინფორმაცია უკრაინის ხელსიუფლებისთვის დამატებითი წუხილის საგანია მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ ქვეყნის სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა

უკრაინის წინააღმდეგ კიბერშეტევას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყებაში განაცხადეს, რომ მსგავსი ქმედებები "სიტუაციის სამომავლო გამწვავების საფუძველს ქმნის."