შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 37 წლის კაცი დააკავა. უწყების ინფორმაციით, კაცმა ყოფილი ცოლი გაგუდა, დანაშაულის დაფარვის მიზნით კი სახლში ბუნებრივი აირის გაზქურის ონკანი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-იდან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.