ქუთაისში დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს პირსინგის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ
ქუთაისში დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს პირსინგის გამო თავს დაესხნენ და სცემეს. 27 წლის ბიჭი On.ge-ს უყვება, რომ ბარში მეგობარ გოგოსთან ერთად იყო, რა დროსაც იქ მყოფმა ერთმა კაცმა აგრესიული კომენტარი გააკეთა მის პირსინგზე, ბარიდან წამოსვლის შემდეგ კი თეთრ ხიდთან დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. მას ვინაობის საჯაროდ დასახელება არ სურს.
"ინგლისიდან ჩამოვედი ქუთაისის აეროპორტში. მე და ჩემი შეყვარებული წავედით ბარში, კარგი მუსიკა იყო, ბევრ ადამიანს ვესაუბრეთ, ძირითადად ინგლისურად, თუმცა ცოტა ქართულიც ვიცი და ქართულადაც ვლაპარაკობდი. კარგი საღამო იყო, გავერთეთ, ვცეკვავდით, თუმცა ბევრი არ დაგვილევია, მხოლოდ თითო ლუდი, მთვრალები არ ვიყავით. პატარა პირსინგი მაქვს ტუჩზე და ერთმა კაცმა აგრესიულად გააკეთა კომენტარი ამაზე. ძალიან მთვრალი იყო და ყველას მიმართ სულ უფრო აგრესიული ხდებოდა, მათ შორის ჩემ მიმართ, ამიტომ გავერიდე.
მას შემდეგ, რაც მუსიკა დასრულდა და ბარი დაიკეტა, მე და ჩემი შეყვარებულიც წამოვედით, თეთრ ხიდთან გადავედით და უეცრად ეს კაცი გამოჩნდა. პიგმენტური რეტინიტი მაქვს, ანუ ღამით თითქმის ვერ ვხედავ და დიდ ბრიტანეთში უსინათლოდ ვარ დარეგისტრირებული. ამიტომ თავიდან ვერ მივხვდი ვინ იყო, მაგრამ აშკარად მე მელოდებოდა, თან ახლდა მეგობარიც. მკლავში მომკიდა ხელი, ვცადე თავის დაღწევა. ამის შემდეგ დამიწყო ცემა, ძლიერად მირტყამდა და ძირს დავეცი. ვერ მივხვდი რა ხდებოდა და ვცდილობდი გამეაზრებინა. ამ დროს მისი მეგობარი ცდილობდა, რომ შეეჩერებინა. ჩემი შეყვარებული ყვიროდა გაიქეციო, ამ კაცს ქართულად და ინგლისურად სთხოვდა გავეშვი. თავი დავაღწიე და გავიქეცი, ჩემი შეყვარებული ცდილობდა შეეჩერებინა და უკან დავბრუნდი. ძალიან ვნერვიულობდი, რომ მისთვის რამე არ დაეშავებინა, კარგად ვერაფერს ვხედავდი და ჩემს შეყვარებულს ვეძახდი, რომ გამოქცეულიყო. მომიახლოვდა ისევ ის კაცი, ძლიერად დამარტყა თავში, სახეში. ვთხოვდი გაჩერებულიყო, მაგრამ მაინც მცემდა. ცემის დროს დავკარგე სათვალე და ქოლგა. შემდეგ ჩემმა შეყვარებულმა დაიჭირა და შეაჩერა, გავიქეცი და ვცადე დახმარების გამოძახება. სტრესის გამო ქართული პოლიციის ნომერი არ მახსოვდა და ინგლისის სასწრაფო დახმარების ნომერზე ვრეკავდი", — გვიყვება ის.
მისივე თქმით, მიმავალ მანქანებს აჩერებდა და მძღოლებს სთხოვდა დახმარებას, თუმცა პირველივე ტაქსიმ, რომელსაც მგზავრებიც ჰყავდა, უარი უთხრა წაყვანაზეც და სასწრაფოს გამოძახებაზეც.
"შემდეგ ერთი მანქანა გავაჩერე, ვცდილობდი თავი გამეკონტროლებინა, რათა ის ადამიანიც არ შემეშინებინა. გლოვოს მძღოლი იყო, ავუხსენი რაც მოხდა და დამეხმარა. ჯერ შეკვეთა მიიტანა, შემდეგ კი იმ სასტუმროში წაგვიყვანა, სადაც ღამით ვრჩებოდით. ამ ადამიანს ფული მივეცით და მადლობა გადავუხადეთ. კარები დავკეტეთ, ძალიან შეშინებულები ვიყავით, ვიტირეთ და ტკივილი მაწუხებდა. ტუჩი მაქვს გახეთქილი, დაზიანებები მაქვს თავზე, ყურიდან სისხლი წამომივიდა ცემისას. ჭამისას და ლაპარაკისას მტკივა ყბა, თუმცა სერიოზული დაზიანებები არ მაქვს", — ამბობს ის.
27 წლის ბიჭი გვიყვება, რომ შემთხვევა 13 იანვრის ღამეს მოხდა, მეორე დღეს პოლიციაში წავიდა და განცხადება დაწერა. მისი თქმით, ქუჩის სათვალთვალო კამერებში თავდასხმა ჩანს, თუმცა პოლიციამ უთხრა, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად საჭიროა ამოცნობა. ის ამბობს, რომ პოლიცია ცდილობდა დახმარებას. ხვალ, 17 იანვარს ადვოკატთან შეხვედრასაც აპირებს.
On.ge დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. ამ დროისთვის უცნობია, დაიწყო თუ არა უწყებამ გამოძიება. პასუხის მიღების შემდეგ მასალა განახლდება.
განახლება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრიტანელ ტურისტზე თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო. როგორც On.ge-ს უწყებაში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
-
-
გადახედვაპრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი! პრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი!
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა
-
გადახედვასად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები სად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები
-
გადახედვააქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით
-
გადახედვათეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა
-
-
გადახედვაბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს ბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს
-
გადახედვაღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში! ღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში!
-
გადახედვაიოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ იოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ
-
გადახედვახალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა ხალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
-
გადახედვაალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება ალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე
კომენტარები