დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

16 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 504 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 304, ხოლო გარდაიცვალა — 24 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 838 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 25 161, ხოლო PCR-ით — 26 677.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10,62 %, ბოლო 7 დღის — 9,60%, ხოლო 14 დღის — 9,43%.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 995 687-ს. ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 14 449, ხოლო გამოჯანმრთელდა 928 441 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 504 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 3 222 შემთხვევა;
  • აჭარა — 768;
  • იმერეთი — 483;
  • ქვემო ქართლი — 189;
  • შიდა ქართლი — 203;
  • გურია — 109;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 184;
  • კახეთი — 159;
  • მცხეთა-მთიანეთი — 101;
  • სამცხე-ჯავახეთი — 72;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 52 771, საიდანაც 4 393 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მათ შორის, მძიმე პაციენტია 967, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი იმყოფება 293 ადამიანი.

2 051 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 46 327 კი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27 943 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: