პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები წარუდგინეს — სია

ფოტო: ცესკო
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები.
ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან:
- გიორგი კალანდარიშვილი (მოქმედი თავმჯდომარე);
- თამაზ ფოლადაშვილი;
- თენგიზ თევზაძე.
ცესკოს წევრების შემთხვევაში, ვაკანტურია 2 ადგილი. კანდიდატები არიან:
- ქრისტინე ქაჯაია;
- ლევან ისაკაძე;
- მაია ზარიძე;
- გია ცაცაშვილი.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატურების შერჩევიდან არაუგვიანეს 7 დღისა საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატურების შერჩევისა და ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის შესახებ.
კანდიდატებს 9 წევრისგან შემდგარი კომისია აფასებდა. მათ შორის იყვნენ:
- ზვიად გამისონია (კომისიის თავმჯდომარე) — ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი;
- ტატიანა ხოხიაშვილი (კომისიის მდივანი) — ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის თავმჯდომარე;
- ზაურ ხალილოვი — სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი;
- არნოლდ სტეფანიანი — მრავალეროვანი საქართველოს გამგეობის თავმჯდომარე
- ნინო ჩხობაძე — საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს თავმჯდომარე;
- პაატა ტურავა — თსუ-ს პროფესორი;
- სოფიო მიდელაშვილი — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი;
- გიორგი იაშვილი — აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის პროფესორი;
- შალვა ქურდაძე — საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი.
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
კომენტარები