ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცესი 19 აპრილის შეთანხმების სრული იგნორირებაა — სიორიძე
ცესკო-ს თავმჯდომარის ოპოზიციის კვოტით არჩეული მოადგილის, გიორგი სიორიძის განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცესი 19 აპრილის შეთანხმების სრული იგნორირებით მიმდინარეობს და უკან გადადგმული ნაბიჯია შარშანდელ კონკურსთან შედარებითაც კი. მისი თქმით, პროცესი სრულად დისკრედიტირებულია და შეუძლებელია, ნდობა ჰქონდეს.
"ახლა მიმდინარე პროცესი, უკან გადადგმული ნაბიჯია შარშანდელ კონკურსთან შედარებითაც კი, რადგან ცოტა ხნის წინ პარლამენტმა მხარი დაუჭირა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებს, რომლითაც კანდიდატების კენჭისყრის პროცედურებს შორის ოთხკვირიანი შუალედები გააუქმა. ამით მმართველმა ძალამ აღარ დატოვა სივრცე პოლიტიკური კონსულტაციებისთვის. ეს ნაბიჯი იყო მორიგი დეკლარირება ქართული ოცნების მხრიდან, რომ მათთვის სასურველი კანდიდატების გაყვანას ფორმალური ბარიერებიც კი არ უნდა გადაეღობოს წინ.
ამასთან, განსხვავებით გასული წლისგან, ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების შესარჩევ საკონკურსო კომისიას ბოიკოტი გამოუცხადეს ისეთი მაღალი ავტორიტეტის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, როგორებიცაა სამართლიანი არჩევნები, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა და IDFI. შესაბამისად, მიმდინარე შესარჩევი პროცესი მესამე სექტორის მხრიდანაც პრაქტიკულად დისკრედიტირებულია, ვინაიდან ის იმედი, რომელიც შარშან არსებობდა, რომ რეალური ცვლილებების განხორციელება შესაძლებელია, აღარ არსებობს", — ამბობს ის.
17 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი შეიცვალა. უფრო ზუსტად, გამარტივდა არჩევის პროცედურა
ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს ორი წევრის თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად კონკურსი 28 დეკემბერს გამოცხადდა. ამის შესახებ განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა. ცესკოს მოქმედ თავმჯდომარესა და ცესკოს ორ წევრს უფლებამოსილების ვადა თებერვალში გასდით.
დღეს, 14 დეკემბერს ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებთან ჩატარდა გასაუბრება. თავმჯდომარეობის შესარჩევ კონკურსში 4, ხოლო წევრობაზე 7 კანდიდატია დარეგისტრირებული.
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
კომენტარები