ყველაფერი, რასაც საარჩვენი ადმინისტრაცია აკეთებს, უფასურდება დეზინფორმაციის გამო — ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატის, თამაზ ფოლადაშვილის შეფასებით მთავარი გამოწვევა, რაც უწყებას აქვს დეზინფომაციაა. კერძოდ, ის ფიქრობს, რომ საზოგადოებას სწორედ ცესკოსკენ მიმართული ზედინფორმაციის გამო რჩება არასწორი შთაბეჭდილება, თითქოს უწყება "რაღაცას აკლებს".
"დეზინფორმაციის წყალობით, რომელიც ვრცელდება, რჩება შთაბეჭდილება საზოგადოებას, რომ თითქოსდა არჩევნები გაყალბდა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს ასე არ არის. არცერთი ხმა ჩემი გამოცდილებიდან, ჩემი ოლქის შემთხვევაში — მე შემიძლია თამამად ვთქვა — არცერთი ფაქტი და მტკიცებულება არ მოიძებნება იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ, კერძოდ ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის დონეზე არჩევნები გააყალბა, რომელიმე კანდიდატს ან პოლიტიკურ სუბიექტს ერთი ხმა მაინც დააკლო ან რომელიმეს მიუმატა.
[...] ანუ, ის ყველაფერი, რასაც ჩვენ, საარჩვენო ადმინისტრაცია ვაკეთებთ უფერულდება, უფასურდება იმის გამო, რომ დეზინფორმაცია ჭარბობს. ძალიან მძლავრია ტელეეთერებიდან, სოციალური ქსელებიდან ცილისწამება, შეურაცხყოფა, ტალახის სროლა და დისკრედიტაცია საარჩევნო ადმინისტრაციის", — განაცხადა ფოლადაშვილმა.
ის ამჟამად ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა. მასთან ერთად ცესკოს თავმჯდომარის შესარჩევ კონკურსში კიდევ სამი კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი.
ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს ორი წევრის თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად კონკურსი 28 დეკემბერს გამოცხადდა. ამის შესახებ განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა. ცესკოს მოქმედ თავმჯდომარესა და ცესკოს ორ წევრს უფლებამოსილების ვადა თებერვალში გასდით.
17 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი შეიცვალა. უფრო ზუსტად, გამარტივდა არჩევის პროცედურა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები