ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა, გლდანის რაიონში, გიორგიწმინდას დასახლებაში წყალმომარაგების სისტემის გასაახლებლად სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

პროექტის ფარგლებში აღმაშენებლის ქუჩაზე სრულად შეიცვლება 1.3 კმ-ზე მეტი სიგრძის მოძველებული წყალსადენის ქსელი. წყლის ნაკადების ეფექტურად მათვის მიზნით ახალ ქსელზე დამონტაჟდება თანამედროვე ინფრასტრუქტურა, მოეწყობა საკვანძო ჭები და სახანძრო ჰიდრანტები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 14 იანვარს დაიწყო და მაისის დასაწყისში დასრულდება. შედეგად, გიორგიწმინდას დასახლებაში აღმაშენებლისა და მიმდებარე ქუჩებზე 500-ზე მეტ აბონენტს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება მომსახურების ხარისხი.

აღნიშნულ პროექტში ჯივიპი 500 000 ლარზე მეტის ინვესტიციას ახორციელებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აქტიურად აგრძელებს თბილისის სხვადასხვა რაიონში მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტებს.