საერთაშორისო მედიის ცნობით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

აღნიშნული ზომები რუსეთის ფინანსურ, ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებზეა მიმართული, ასევე, შესაძლოა, გამოიყენონ სამოქალაქო და სამხედრო მიზნებისათვის.

ზომები იმ სანქციების ნაწილია, რომელიც რუსეთს 2014 წელს დაუწესეს, მას შემდეგ, რაც მან ყირიმის ანექსია მოახდინა და დაკავშირებულია 2015 წლის მინსკის სამშვიდობო შეთანხმებასთან.

სამშვიდობო შეთანხმების სრულად არშესრულების გამო, ევროკავშირის სანქციები ძალაში იქნება 31 ივლისამდე.

ეს ნაბიჯი ზღუდავს რუსული ბანკებისა და კომპანიების წვდომას ევროკავშირის კაპიტალის ბაზრებზე და კრძალავს ფინანსურ დახმარებას ან შუამავლობას რუსული ფინანსური ინსტიტუტებისთვის. ასევე, აჩერებს თავდაცვის აღჭურვილობის იმპორტს, ექსპორტს ან ტრანსფერს და ზღუდავს რუსეთის წვდომას ნავთობის წარმოებაში გამოყენებად ზოგიერთ ტექნოლოგიაზე.