ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჯანდაცვის ახალ მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს სწორი ხედვები და პრიორიტეტები აქვს. ცერცვაძის აზრით, ამაში მას მენეჯერობისა და ფინანსისტის გამოცდილება ეხმარება.

"ის ძალიან სწრაფად ორიენტირდება და ძალიან სწრაფად უღებს ალღოს თუ რა არის პრიორიტეტული და რა მნიშვნელოვანი. მისი გამოცდილება, მათ შორის, სამხედრო მრეწველობის სფეროში, ეს მაინც სხვა ყაიდის ხალხია და მათ შორის, ფინანსური გამოცდილება, არის იმის საწინდარი, რომ მან სწორ მენეჯერული და მაკროფინანსური გადაწყვეტილებებს მიიღოს", — განაცხადა მან პალიტრანიუსის ეთერში.

ცერცვაძის თქმით, ის წინა მინისტრის მართვითაც კმაყოფილი იყო, მაგრამ ახალი მინისტრისგან ყველა სიახლეს ელის, რადგან "ახალი ცოცხი კარგად გვის".

"მინდა ერთი რამ გითხრათ, რომ ჩვენ წინა მინისტრის მართვის კმაყოფილიც ვიყავით, რამეთუ ის საკითხები, რომელიც უშუალოდ უკვე მართვას ეხებოდა. აი, მაგალითად, პაციენტების ნაკადების მართვა, ეს წინა მინისტრის დროსაც იყო კარგად მართული, მაგრამ ბუნებრივია, რომ ახალი მინისტრისგან ყველა ელის რაღაც სიახლეს, ახალი ცოცხლი კარგად გვის, მითუმეტეს, რომ მინისტრს აქვს ძალიან კარგი ბექგრაუნდი მენეჯერის და ფინანისტის", — აღნიშნა მან.

ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე პრემიერმინისტმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 27 დეკემბერს წარადგინა. წარდგენისას მან თქვა, რომ აზარაშვილი "უაღრესად წესიერი და განათლებული ადამიანია". ღარიბაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ის ექიმების ოჯახშია გაზრდილი და 5 შვილის მამაა.