BASSIANI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, 14 და 15 იანვრის დაგეგმილი საკლუბო ღამეები ამ ეტაპისთვის, იქნება ბოლო, რომელიც მათ სივრცეში გაიმართება.

"სამწუხაროდ, შემდეგი პერიოდის განმავლობაში მოგვიწევს დაველოდოთ ქვეყანაში Covid-19-ის ახალი შტამის, ომიკრონის გავრცელების დინამიკას და მის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ, ქმედით საშუალებებს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს მომდევნო თვეების დაგეგმვის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის გათვალისწინებით მივიღოთ.

BASSIANI/HOROOM ყოველთვის იდგა პასუხისმგებლობის მქონე, ზრუნვასა და უსაფრთხო სივრცის იდეაზე და დარწმუნებული ვართ, რომ ამ იდეის მნიშვნელობა გააზრებული აქვს კლუბის ერთგულ სტუმრებსა და გულშემატკივრებს", — ვკითხულობთ განცხადებაში.

დღეს, 13 დეკემბერს ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის ერთობლივ განცხადებებაში კლუბები საუბრობდნენ, რომ სანამ პანდემიასთან ბრძოლის ახალი, სამართლიანი და არადისკრიმინაციული გეგმა არ შემუშავდება ისინი მუშობას გააგრძელებდნენ. მათ მიაჩნიათ, რომ იმ შემთხვევაში თუ ომიკრონის გავრცელებასთან ერთად, სახელმწიფო ახალი ზომების მიღებასა და გამკაცრებას გადაწყვეტს, ეს არა მხოლოდ მათ, არამედ ყველა სარისკო სივრცეს უნდა შეეხოს.