პროკურატურის განცხადებით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ძმის მკვლელობაში ბრალდებულს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. უწყების ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ძმამ ძმა თოფით დაჭრა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 16 აპრილს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში ბ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი უთანხმოების გამო, თოფიდან გასროლით ძმას ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა", — წერია განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის საქმეზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) ქვეპუნქტით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.