რუსთავი 2-ის დამფუძნებლებმა ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა საქართველოს მთავარ პროკურატურას ოფიციალური განცხადებით 6 აპრილს მიმართეს და დაზარალებულად ცნობა მოითხოვეს. ამის შესახებ მათ ვებგვერდზე ინფორმაცია დღეს განათავსეს და მიუთითეს, რომ პასუხს 10 დღის განმავლობაში ელოდებიან.

“გთხოვთ, წერილობით გვაცნობოთ თუ რა ეტაპზეა ამჟამად გამოძიება ჩვენს მიმართ ჩადენილი დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე,” - ვკითხულობთ მათ მიერ პროკურატურისთვის მიწერილ წერილში.

მათი თქმით, 2012 წლის ბოლოს დაიწყო გამოძიება საჩივარში მითითებულ დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით, დაიკითხა რამდენიმე ათეული მოწმე. როგორც არხის დამფუძნებლები აღნიშნავენ, გამოძიება თითქმის ბოლომე იყო მიყვანილი, როდესაც გამოიცვალა საქმის გამომძიებლები და გამოძიება მათთვის უცნობი მიზეზის გამო შეჩერდა.