მასაჩუსეტსის შტატში, ქალაქ კემბრიჯში დაფუძნებულ კომპანიას, Raytheon-ს უამრავი მიღწევა უკავშირდება და მათი ბოლო ქმნილება საშუალებას მოგვცემს ვმართოთ ასობით დრონისგან შემდგარი ჯგუფები მხოლოდ ერთი მოწყობილობით. ტექნოლოგიის დემონსტრირება DAPRA-ს მიერ გამართულ OFFensive Swarm-Enabled Tactics-ზე მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Raytheon-ის პრესრელიზიდან ვიგებთ.

როდესაც სამხედრო დრონებზე ფიქრობთ, პირველი კითხვა, რომელიც ჩნდება არის — როგორ ჩამოვაგდოთ ისინი მანამ, სანამ ზიანს მოგვაყენებენ. ამისთვის ინჟინრები აქტიურად მუშაობენ. გასული წლის სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შემდეგ კარგად გამოჩნდა თუ რამხელა ძალა აქვთ დრონებს და ზოგადად, რამხელა მნიშვნელობა მიენიჭებათ მათ თანამედროვე ბრძოლებში. Raytheon დრონსაწინააღმდეგო ტექნოლოგიებზე თვითონაც მუშაობს, თუმცა ამჯერად კომპანია იმაზეა ფოკუსირებული თუ როგორ ვმართოთ ჰაერში ასობით დრონი მარტივად.

დრონების გუნდის ერთიანად კონტროლის მექანიზმზე Raytheon Intelligence and Space-ის შვილობილი კომპანია Raytheon BBN მუშაობა. ახალი ტექნოლოგიით ერთ ოპერატორს 130 რეალური დრონისა და 30 სიმულაციური დრონის მართვა შეუძლია, როგორც დახურულ ასევე ღია სივრცეებში.

ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, ერთი ან რამდენიმე ადამიანისაგან შემდგარ ჯგუფს შესაძლებლობა ექნება მართოს ავტონომიურად გადაადგილებადი სახმელეთო ან საჰაერო ობიექტები. Raytheon აცხადებს, რომ ოპერატორების გაწვრთნა ძალიან მარტივი იქნება და მათ დიდი ძალისხმევის გაღება არ მოუწევთ.

საინტერესოა, რომ დრონების გუნდების საკონტროლებლად მაღალტექნოლოგიური მოწყობილობები არ გამოიყენება. Raytheon თავის რელიზში აღნიშნავს, რომ ის ნაწილები, რაც დრონებზეა გამოყენებული ჩვეულებრივი კომერციული ნაწილებია და მათი გამოყენება ძალიან იაფი ჯდება. Raytheon ამ ყველაფერს თავის მიერ შექმნილ პროგრამულ უზრუნველყოფას უკავშირებს, რაც იდეალურ შედეგს იძლევა.

სისტემსა დრონებს საშუალებას აძლევს გაანალიზონ მათთვის მიცემული დავალება მათზევე განლაგებული სხვადასხვა სენსორებისა თუ შეირაღების მიხედვით. ეს მათ პრდოუქტიულობას ზრდის და დავალების ეფექტურად და ხარიხიანად შესრულების საშუალებას იძლევა.

იმისათვის, რომ ადამიანსა და დრონს შორის ინტერაქცია იყოს, Raytheon-მა ვირტუალური რეალობის ინტერფეისი შექმნა, რითიც ოპერატორი პირდაპირ დრონის თვალებად იქცევა. ამას ემატება ხმით მართვის სისტემაც, რაც მისიის შესრულების დროს ოპერატორს დავალებების სწრაფად გაცემაში ეხმარეება.

Raytheon-თან ერთად ამ სისტემის დახვეწაზე Smart Information Flow Technologies და Oregon State University-ც იმუშავებენ. დასრულებული სახით ახალი სისტემა, შესაძლოა, 2022 წელს გასამართ Army Expeditionary Warrior Experiment-ზე ვიხილოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.