ომიკრონის ლაბორატორიულად დადასტურებული 1 009 შემთხვევიდან 16% რეინფიცირებაა — გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ომიკრონის ლაბორატორიულად დადასტურებული 1009 შემთხვევიდან 16% რეინფიცირებაა. გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის ცირკულაცია იზრდება, მისივე ვარაუდით, კვირის ბოლოს დადასტურებული დადებითი შემთხვევების 60% ომიკრონი იქნება.
"ცირკულაციაში ომიკრონის რაოდენობა უკვე 45%-დან, რასაც ვამბობდით, ზემოთ მიდის და ალბათ, ამ კვირის ბოლოს, ჩვენი გათვლებით, ის იქნება სადღაც, უკვე 60%-მდე მთლიანად დადებითი შემთხვევების. ჩათვალეთ, რომ რაც ლაბორატორიულად დადასტურებული გვაქვს, 1009 შემთხვევა, იმის 16% რეინფიცირებაა. 5000 შემთხვევაში დღეს რაც დადასტურებულია, ომიკრონს ჩვენს ვანგარიშობთ 45%-ს დღევანდელი მონაცემებით, ყველა ომიკრონი არ არის, დელტა არის", — განაცხადა მან.
მისივე თქმით, ომიკრონის ამ დრომდე გამოვლენილი შემთხვევებიდან 92 მათგანი 18 წლამდე მოზარდი და ბავშვია. ის კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ აცრილებს კორონავირუსის ახალი შტამი ბევრად იოლად გადააქვთ და ბუსტერიზაცია მთავარი დამცველი საშუალებაა. გამყრელიძე, ასევე, ამბობს, რომ უფრო მეტად ახალგაზრდა თაობა ინფიცირდება, რაც მობილობას უკავშირდება და აქვე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა უმრავლესობა სამთო-სათხილამურო კურორტებიდან დაბრუნებული ადამიანები არიან.
მისივე ინფორმაციით, ომიკრონით ინფიცირებულთაგან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 14 მათგანს დასჭირდა, რომელთაგან 12-მა კლინიკა უკვე დატოვა. ამასთან, გამყრელიძის ცნობით, მათ შორის 37 კვირის ორსულიც იყო.
13 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 326 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 044, ხოლო გარდაიცვალა — 48 ადამიანი.
ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 979 235-ს, მათგან გამოჯანმრთელდა — 922 411, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 14 359 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 55 474 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 32 029, ხოლო PCR-ით — 23 445.
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
კომენტარები