ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნა და მისი ციხიდან გათავისუფლება მასშტაბური აქციებით მიიღწევა. ის ამბობს, რომ არ უნდა დაველოდოთ სამ წელის გასვლას და საპარლამენტო არჩევნებს ხელისუფლების შესაცვლელად.

"დადგება ის დღეც, როდესაც ძალიან ბევრი ხალხი შეიკრიბება თბილისში, რომელიც მიაღწევს რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნას და პირველივე დიდი კამპანიური აქციების შედეგად, რა თქმა უნდა, მე გავთავისუფლდები საპატიმროდან. ეს მშვენივრად იცის ამ რეჟმმა, ამიტომ, ივანიშვილი ცდილობს, რომ ჯერ ერთი, ჩაკლას მუხტი და მანამდე მომკლას მე, რომ მე [...] ციხიდან არ გამოვიდე", — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საზღვრის კვეთის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს. პროცესი დაახლოებით ერთი საათის წინ დაიწყო და მთელი ამ ხნის განმავლობაში მოსამართლე თავად ბრალდებული სიტყვით გამოსვლას უსმენს.

გაიგე მეტი: