აშშ არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც მთვარეზე დაბრუნება სურს. ჩინეთი ასევე გეგმავს მისიებს მთვარეზე, რათა კონკურენცია გაუწიოს NASA-ს. მეტიც, გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთში "ხელოვნურ მთვარეზეც" მუშაობენ, რათა მისიისთვის უკეთ მოემზადონ.

South China Morning Post-ის ინფორმაციით, ჩინელი მკვლევრები ავითარებენ ობიექტს, რომელსაც შეუძლია მთვარის ზედაპირის გრავიტაციის სიმულაცია. ხელოვნური მთვარე იქნება ვაკუუმური კამერა, რომელიც იყენებს ძლიერ მაგნიტურ ველს დაბალი გრავიტაციის გარემოს წარმოსაქმნელად.

მისი აშენება რამდენიმე თვეში მოხდება. გაშვების შემდეგ, გრავიტაცია ხურვილის მიხედვით "გაქრება" და ეს "გაგრძელდება რამდენიც გინდათ", განუცხადა გაზეთს ჩინეთის სამთო და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის გეოტექნიკურმა ინჟინერმა ლი რუილინმა.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ მისი დიამეტრი სულ რაღაც 60 სანტიმეტრი იქნება. ეს საკმაოდ მცირეა. მიუხედავად ამისა, მოწყობილობა საკმარისად დიდი იქნება მკვლევრებისთვის გარკვეული აღჭურვილობისა და ხელსაწყოების შესამოწმებლად, რათა დაინახონ, თუ როგორ რეაგირებენ ისინი მთვარის დაბალი გრავიტაციის გარემოზე.

"ზოგიერთ ექსპერიმენტს, როგორიცაა ზემოქმედების ტესტი, სულ რამდენიმე წამი სჭირდება [სიმულატორში]", განუცხადა ლიმ გაზეთს. "მაგრამ სხვებს, როგორიცაა მცოცავი ტესტირება, შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს."

საინტერესოა, რომ ეს ნაწილობრივ შთაგონებული იყო რუსი ფიზიკოსის, ენდრიუ გეიმის მიერ ჩატარებული წინა კვლევით რომელშიც ის მაგნიტით ბაყაყებზე ზემოქმედებდა. ექსპერიმენტმა გეიმს ნობელის პრემია მოუტანა ფიზიკაში — სატირული ჯილდო, რომელიც გადაეცემა უჩვეულო სამეცნიერო კვლევებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.