2021 წელს უცხოელმა ვიზიტორებმა საქართველოში 1 721 242 ვიზიტი განახორციელეს, რაც 2020 წლის შესაბამის მონაცემთან შედარებით 13,7%-ით მეტი, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 77,7%-ით ნაკლებია. ეს ნიშანავს იმას, რომ ტურიზმი 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით, 22,3%-ით აღდგა.

შესაბამისად, 2020 წელს უცხოელმა ვიზიტორებმა საქართველოში 1 513 421, ხოლო 2019 წელს 7 725 774 ვიზიტი განახორციელეს.

2021 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი მეზობელი ქვეყნებიდან შემოვიდა. ასეთია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებიც გასულ წელს საქართველოში ყველაზე ხშირად ჩამოვიდნენ:

  1. თურქეთი — 326 494 ვიზიტი;
  2. რუსეთი — 212 979 ვიზიტი;
  3. სომხეთი — 164 698 ვიზიტი;
  4. საქართველო (არარეზიდენტი) — 151 559 ვიზიტი;
  5. უკრაინა — 144 901 ვიზიტი;
  6. ისრაელი — 100 686 ვიზიტი;
  7. აზერბაიჯანი — 82 718 ვიზიტი;
  8. ყაზახეთი — 66 787 ვიზიტი;
  9. საუდის არაბეთი — 63 437 ვიზიტი;
  10. ბელარუსი — 53 698 ვიზიტი;
  11. უზბეკეთი — 36 384 ვიზიტი;
  12. პოლონეთი — 30 988 ვიზიტი;
  13. ინდოეთი — 24 992 ვიზიტი;
  14. გერმანია — 21 194 ვიზიტი;
  15. აშშ — 19 470 ვიზიტი;

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2021 წელს საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველომ 1,24 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო — ეს ნიშნავს იმას, რომ 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით, აღდგენილია შემოსავლების 38% პროცენტი. ადმინისტრაციის ინფორმაციით, დეკემბერში აღდგენის მაჩვენებელმა 58% შეადგინა, 2020 წელთან შედარებით კი შემოსავლების ზრდა 130%-ს აღემატება.