როდესაც შუასაუკუნეების საბრძოლო ცხენს წარმოვიდგენთ, დიდი შანსია, რომ თვალწინ მაღალ ცხენზე ამხედრებული რაინდი წარმოგვიდგება. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს ასე არ ყოფილა და ზომების აღქმაში კორექცია უნდა შევიტანოთ, რადგან ახალი კვლევით დგინდება, რომ საბრძოლო ცხენები თანამედროვე პონის ზომისები იყვნენ.

University of Exeter-ის არქეოლოგებმა და ისტორიკოსებმა გაანალიზეს ინგლისში ნაპოვნი, 300-დან 1650 წლამდე დათარიღებული ცხენების ძვლები. ცხენის ზომა ძველი ტრადიციული საზომი ერთეულით, "hands"-ებში გაიზომა, რაც 10.15 სანტიმეტრს ან 4 ინჩს უდრის. დღევანდელი ცხენები 17-დან 18 ჰენდამდე ზომის არიან, მკლევრებმა კი აღმოაჩინეს, რომ იმდროინდედლი ცხენის საშუალო ზომა 14.2 ჰენდი იყო. თანამედროვე პონების ზომაც სწორედ ამ ფარგლებში, 14-დან 14.3-მდე მერყეობს.

კვლევა International Journal of Osteoarchaeology-ში გამოქვეყნდა და მკლევართა თქმით, როცა ჩვენი წინაპრები საბძოლო ცხენების გამოყვანით იყვნენ დაკავებული, შესაჯვარებლად უფრო ძლიერ და დაბალ ცხენებს მეტი გამძლეობისა და მობილურობისთვის ირჩევდნენ.

"სელექციისას ყურადღება ექცეოდა ტემპერამენტსა და სწორ ფიზიკურ მახასიათებლებს, რომლებიც ომში გამოდგებოდა" — ამბობს University of Exeter-ის პროფესორი, ალან აუთრამი პრესრელიზში.

ყველაზე დიდი ცხენი, რომელიც მკლევრებმა Trowbridge Castle-ში იპოვეს, ნორმანულ პერიოდს (1066 - 1075) მიეკუთვნებოდა და მისი ზომა 15 ჰენდი იყო. შუასაუკუნეების მიწურულიდან ცხენების ზომა ნელ-ნელა იზრდდება.

"ისტორიულ ჩანაწერებში ვერსად შევხვდებით ისეთ მახასიათებელს, რაც საბრძოლო ცხენების ამოცნობაში დაგვეხმარებოდა. მეტად სავარაუდოა, რომ ცხენების ზომა ადამიანების მოთხოვნილებებთან ერთად იცვლებოდა", — აღნიშნავს University of Exeter-ის მკლევარი, ჰელენ ბენკერტი.

ამიერიდან, როდესაც შუასაუკუნეების სასტიკ ბრძოლას წარმოიდგენთ, გახსოვდეთ, რომ მებრძოლები პონების ზომის ცხენებზე იყვნენ ამხედრებული, თუმცა შეტაკებები მაინც ბრუტალური იქნებოდა.