აღმოჩნდა, რომ ყველა პლანეტა არ არის ისეთივე სფერული ფორმის, როგორც ეს ჩვენ გვეგონა. ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) ამბობს, რომ ჰერკულესის თანავარსკვლავედში რაგბის ბურთის ფორმის პლანეტა აღმოაჩინეს. WASP-103b-ს სახელწოდების მქონე პლანეტა, როგორც ჩანს, დეფორმირებულია მისი მასპინძელი ვარსკვლავის მიერ.

ისევე, როგორც მთვარის გრავიტაცია მოქმედებს დედამიწაზე, WASP-103b-ის მასპინძელი ვარსკვლავი იმდენად ახლოსაა პლანეტასთან, რომ მასზე ზედმეტად მოქმედებს. ამის შედეგად პლანეტამ მიიღო რაგბის ბურთის ფორმა. რაც მნიშვნელოვანია, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ეგზოპლანეტის ასეთი დეფორმაცია დაფიქსირდა.

ასევე: შემდეგი პოდკასტი: ეგზოპლანეტები — მეორე დედამიწის ძიებაში

აღმოჩენა გაკეთდა ESA-ს CHEOPS კოსმოსური ტელესკოპის მიერ. CHEOPS-მა შეძლო დაედგინა ძალიან სპეციფიკური სინათლის კვალი, რომელიც პლანეტის მიერ მასპინძელი ვარსკვლავის ტრანზიტით მოხდა. ამ მონაცემების გამოყენებით ასტრონომებმა შეძლეს პლანეტის ზუსტი მოქცევისა და დეფორმაციის დადგენა.

"გასაოცარია, რომ CHEOPS-მა შეძლო ამ პატარა დეფორმაციის გამოვლენა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ასეთი ანალიზი გაკეთდა. იმედი გვაქვს, რომ ხანგრძლივი დროის ინტერვალით დაკვირვება მიგვიყვანს პლანეტის შიდა სტრუქტურის უკეთ გაგებამდეც", — განაცხადა ჟაკ ლასკარმა, საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის მკვლევარმა და აღმოჩენის შესახებ სტატიის თანაავტორმა.

მკვლევრები ახლა იმედოვნებენ, რომ ჯეიმს ვების ახლად გაშვებული კოსმოსური ტელესკოპის მომავალი დაკვირვებები მსგავსი უცნაური პლანეტების დეფორმაციის ზუსტი ბუნების შესახებ მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის.

ასევე: შემდეგი პოდკასტი: ჯეიმს ვების ტელესკოპი —კაცობრიობის ახალი თვალი

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.