დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 12 იანვრის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 41,1%, ანუ 1 302 036 ადამიანი. გასულ 24 საათში 10 688 ადამიანი აიცრა.

NCDC-ის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 577 637 აცრა. ამასთან, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 302 036 ადამიანი — მოზრდილი მოსახლეობის 45,3%.

რეგიონების მიხედვით ვაქცინაციის დღევანდელი სტატისტიკა ასეთია:

  • სამეგრელო-ზემო სვანეთში აიცრა 925 ადამიანი;
  • რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში — 78;
  • იმერეთში — 1 138;
  • შიდა ქართლში — 535;
  • მცხეთა-მთიანეთში — 174;
  • გურიაში — 455;
  • აჭარაში — 910;
  • სამცხე-ჯავახეთში —192;
  • ქვემო ქართლში — 720;
  • თბილისში — 4 724;
  • კახეთში — 837 ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანას აქვს 550 000 დოზამდე Pfizer-ის ვაქცინა, რომელსაც ვადა 31 მარტს გადის. ასევე დაახლოებით მილიონ-ნახევრამდე Sinopharm-ი და Sinovac-ი, რომლებსაც ვადა აქვს 2023 წლის შუა რიცხვებამდე აქვს.

12 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 596 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 946, ხოლო გარდაიცვალა — 47ადამიანი.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 973 909-ს, მათგან გამოჯანმრთელდა — 919 367, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 14 311 ადამიანი.