10 რამ, რაც უნდა იცოდე, თუ On.ge-ზე რეკლამის განთავსება გსურს
თუ გსურთ, თქვენი სტარტაპი, ბიზნესი ან ორგანიზაცია ფართო აუდიტორიამ კრეატიული გზით გაიცნოს, მაშინ სწორ ადგილას მოხვდით. ჩვენ On.ge ვართ — საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომერციული ონლაინ გამოცემა, რომელსაც ყოველთვიურად მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს. ამ სტატიაში დეტალურად მოგიყვებით, თუ რა სახის რეკლამის განთავსება შეიძლება ჩვენს პლატფორმებზე და როგორ.
რა სახის რეკლამა შეიძლება განთავსდეს ვებსაიტზე?
1. სტატიები
ინტერვიუები, საიმიჯო, ამხსნელი თუ ეგრეთ წოდებული Native სტატიები — ამ გზებით ერთად შევძლებთ მკითხველებს ორიგინალურად და მოხერხებულად მოვუყვეთ სარეკლამო კამპანიების, თქვენი მიღწევების, გამორჩეული პროდუქტების თუ ღონიძიებების შესახებ. სარეკლამო სტატიებზე მუშაობენ On.ge-ის ჟურნალისტები.
ნახეთ სტატიების მაგალითები აქ:
10 ქართული წიგნი, რომლის მოსმენაც საკუთარ ტელეფონში შეგიძლიათ
რატომ ღირს ფრენა ასეთი იაფი, ანუ როგორ მუშაობენ ბიუჯეტური ავიახაზები
2. ქვიზები
სახალისო, შემეცნებითი და გასართობი ქვიზები საუკეთესო გზაა თემატურ აუდიტორიასთან მისაღწევად და სარეკლამო გზავნილების მოკლედ და ეფექტიანად გადასაცემად. ქვიზებს თან დაერთვის კომპანიის ლოგო, ხოლო სარეკლამო გზავნილები, უმეტესად, ბუნებრივად ინტეგრირებულია ტესტების შედეგებში. ქვიზების იდეებსა და შესრულებაზე მუშაობს On.ge-ის გუნდი.
ნახეთ ქვიზების მაგალითები აქ:
ტესტი: გამოიცანი წიგნი ყდის მიხედვით
ტესტი: როგორი მძღოლი ხარ?
3. პრეს-რელიზები
ჩვენ გითმობთ პლატფორმას თქვენი სიახლეების სრაფად გასავრცელებლად. თქვენი სტატია, ვიზუალურ მასალასთან ერთად, გამოგზავნიდან ერთი საათის განმავლობაში განთავსდება On.ge-ის ვებსაიტსა და სოციალურ ქსელებში.
4. რუბრიკა
თემატური რუბრიკის სპონსორობით აჩვენებთ აუდიტორიას, რა აინტერესებს თქვენს ბრენდს. ეს On.ge-ის მთავარ გვერდზე გამოყოფილი კატეგორიაა, რომელიც შესაძლებელია გაფორმდეს კომპანიისთვის სასურველი ვიზუალური ელემენტებით. რუბრიკის ფარგლებში მომზადებულ სტატიებს თან დაერთვის პარტნიორი კომპანიის ლოგო და ინფორმაცია საჭირო ბმულებთან ერთად.
ნახეთ ბრენდირებული რუბრიკის მაგალითები აქ:
ინვესტიციები
მენტალური ჯანმრთელობა
5. ბანერები
საბანერო რეკლამების დახმარებით შეძლებთ გაზარდოთ ბრენდის ცნობადობა და მიაწვდინოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ მკითხველების იმ სეგმენტს, რომელიც თქვენი პროდუქტით ან სერვისითაა დაინტერესებული.
და სოციალურ ქსელში?
6. Facebook
ჩვენს ფეისბუქგვერდებს On.ge, News.On.ge, Next.On.ge, Edu.On.ge, Sport.On.ge ჯამში 400 000-მდე ადამიანი იწერს. აქ შესაძლებელია განთავსდეს სარეკლამო სტატუსები, ფოტოსურათები, ვიდეოები, ინფოგრაფიკები, ქარდები და სხვა. კონტენტის მომზადებაზე ზრუნავს On.ge-ის ციფრული განყოფილება.
7. Instagram
პოსტები, სთორები, Reel-ები, Story მაკეტები და სხვა სახის კონტენტი ინსტაგრამზე დაგეხმარებათ თქვენი სარეკლამო გზავნილების სწორ, სეგმენტირებულ აუდიტორიასთან მიტანაში. ინსტაგრამის კონტენტის მომზადებაზე On.ge-ის ციფრული განყოფილება ზრუნავს. სწორედ მათთან ერთად შეგიძლიათ შექმნათ კონტენტი, რომელიც მკითხველებს ძალიან უყვარს. ინსტაგრამზე ჩვენი გვერდებია: On.ge, News.On.ge, Next.On.ge.
8. TikTok
თუ GenZ და მილენიალები თქვენთვის საინტერესო თაობაა, ტრენდებზე მიყოლაც გსურთ, მაშინ ჩვენს ტიკტოკზე აუცილებლად უნდა მოხვდეს ვიდეო თქვენ შესახებ. გათამაშებები, კონკურსები, სიახლეები — ჩვენი ჟურნალისტები ორიგინალურად მოუყვებიან ჩვენს გამომწერებს თქვენს სიახლეებზე. ტიკტოკზე ჩვენს ვიდეოებს ასი ათასობით ნახვა აქვს.
აი, მაგალითებიც:
სქესს მნიშვნელობა არ აქვს
დაიწყე ინვესტირება $1-დან
9. ჯგუფები ფეისბუქზე
სერიალების მოყვარული საზოგადოება გაინტერესებთ? იქნებ, ტექნოლოგიების ნამდვილი ექსპერტებით დაკომპლექტებულ ჯგუფს ეძებთ? სამეცნიერო საკითხებით დაინტერესებულ ადამიანებს ან წიგნების მკითხველების ერთობას ხომ არ გინდათ დაუკავშირდეთ? — ჩვენ თითქმის ნებისმიერი ინტერესის მქონე ადამიანისთვის გვაქვს ჯგუფი ფეისბუქზე. გაინტერესებთ მეტი? აი ამ ბმულზე შეგიძლია იხილო ყველა ფეისბუქ ჯგუფი On.ge-ისგან.
10. მულტიმედია კონტენტი
პოდკასტები, ვიდეო და ფოტოისტორიები, ინფოგრაფიკები — ეს მხოლოდ ნაწილია იმ მულტიმედია კონტენტისა, რომელთა დახმარებით სასურველ ინფორმაციას ორიგინალურად გაავრცელებთ და მეტ ადამიანს გააცნობთ თავს.
მოუსმინეთ ჩვენს პოდკასტებს:
სიმშვიდის ლაბორატორია
შემდეგი პოდკასტი
როგორ უნდა დაგვიკავშირდეთ?
ამისთვის რამდენიმე გზა არსებობს, თუმცა ყველაზე მარტივია, მისწეროთ ან დაურეკოთ ჩვენი კომერციული განყოფილების ჯადოქრებს, იანა კოხოძეს ან მაიკო გაგუას, რომლებიც ყველა საჭირო ინფორმაციას ოპერატიულად მოგაწვდიან და თქვენს სურვილებსა და საჭიროებებზე იზრუნებენ.
იანა კოხოძე — [email protected] / +995598215060
მაიკო გაგუა — [email protected] / +995593606103
ან მოგვწეროთ ფეისბუქის პირად შეტყობინებებში და პასუხს სულ რამდენიმე წუთში მიიღებთ.
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
კომენტარები