2017 წლის 3 ნოემბერს ეკრანზე მარველის ახალი ფილმი Thor: Ragnarok გამოდის, რომელშიც ქეით ბლანშეტი, ჯეიმი ალექსანდერი, ტომ ჰიდლსტონი, ბენედიქტ კამბერბეჩი, კრის ჰემსვორტი, იდრის ელბა, ენტონი ჰოპკინსი და მარკ რუფალო თამაშობენ.

ქეით ბლანშეტი მარველის თორის ახალ ნაწილში უარყოფითი პერსონაჟის, ჰელას როლს შეასრულებს.

როგორც მსახიობი ამბობს, ის ფილმში თამაშზე შვილებმა დაითანხმეს, რომლებიც მარველის კომიქსების დიდი თაყვანისმცემლები არიან.

ჰელა, იგივე სიკვდილის ქალღმერთი, თორში პირველი უარყოფითი ქალი პერსონაჟი იქნება.

"შეგიძლიათ დაიჯეროთ? მე ამ თემაზე უბრალოდ ერთხელ ვისაუბრე და ახლა, 2017 წელს ამ ფილმში ვთამაშობ. ძალიან მაგარია", - ამბობს ბლანშეტი.