თბილისში, ავლაბრის დასახლებაში, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

On.ge-ს თბილისის მერიაში განუცხადეს, რომ შენობა ავარიულია და გამგეობამ 11 ოჯახი ქირით ჩამონგრევამდე გაიყვანა. ადგილზე სამაშველო სამსახურია მობილიზებული.