ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის თანაშემწე არჩილ ყაზაიშვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც სწორედ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.