ნიდერლანდების მთავრობის განცხადებით, ქვეყანა მეცნიერებს რთავს ნებას, გაზარდონ ადამიანის ემბრიონი საკვლევი მიზნებით, "მკაცრი და შეზღუდული პირობებით". ჯანმრთელობის მინისტრმა ედიტ შიპერსმა განაცხადა, რომ მას მსურს მეცნიერებს ჰქონდეთ უფლება, შექმნან ემბრიონები საკვლევად, მკაცრი პირობებით, რათა საზოგადოებას ჯანმრთელი შვილების ყოლა შეეძლოს:

"ემბრიონების გაზრდის უფლების მისაღებად, კვლევა უნდა ეხებოდეს უნაყოფობას, ხელოვნურ განაყოფიერებას, მემკვიდრეობით გადაცემად ან თანდაყოლილ დაავადებებს".

განცხადებაში განსაკუთრებულადაა აღნიშნული ხალხი, ვისაც უნაყოფობის დიაგნოზი ადრეულ ასაკში კიბოს მკურნალობის შედეგად დაუსვეს.

ამ ინიციატივით, ჰოლანდია ცვლის კანონს ემბრიონული კვლევების შესახებ, რომელიც, ამ მომენტამდე, კვლევის ჩატარების საშუალებას მხოლოდ ინ-ვიტრო განაყოფიერების შედეგად მორჩენილ ემბრიონებზე იძლეოდა.

იარსებებს ე.წ. "14 დღის წესი", რომლის მიხედვითაც, შექმნილი ემბრიონის ზრდა მხოლოდ ორი კვირის მანძილზეა ნებადართული. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, ემბრიონი უნდა განადგურდეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ წესის დაცვა უმკაცრესად გაკონტროლდება.