ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ონლაინკლინიკების რაოდენობა 40-ით გაიზრდება. მისი თქმით, ომიკრონის შტამი არის შედარებით მსუბუქი, მართვა შესაძლებელია ბინაზე და სწორედ ამის გამო ჯანდაცვის პირველადი სექტორია ამ ეტაპზე პრიორიტეტული.

"როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ომიკრონი ძირითადად იქნება შედარებით მსუბუქი საშუალო სიმძიმის, რომლის მართვა შესაძლებელია ბინაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის მობილიზება. ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ დეკემბერში დაიწყო, როდესაც უკვე ყველა ოჯახის ექიმი არის გადამზადებული კოვიდის მართვაში საკითხებში და დღეს თუ მუშაობს 62 ონლაინკლინიკა, კვირის განმავლობაში კიდევ დაემატება 40 ონლაინკლინიკა. იმგვარად რომ ეს ქსელი იყო მაქსიმალურად გაშლილი და ყველა ადამიანს ჰქონდეს თავისივე ოჯახის ექიმისგან კონსულტაციის მიღების შესაძლებლობა", — თქვა გაბუნიამ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან 45% ომიკრონია. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე კი ვარაუდობს, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ომიკრონის შტამის გამო, იმაზე მეტი იქნება, ვიდრე პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში იყო.