ავუხსენით ჩვენს კოლეგებს, რომ უკრაინაზე თავდასხმის არანაირი გეგმა არ გვაქვს — რიაბკოვი შერმანთან შეხვედრის შემდეგ
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სერგეი რიაბკოვს შეხვდა. თითქმის 8-საათიანი შეხვედრის შემდეგ მათ ჟურნალისტებთან ისაუბრეს. NY Times-ის ინფორმაციით, ორივე მხარე თანახმაა მოლაპარაკებების გაგრძელებაზე, თუმცა კომენტარებით ცხადია, რომ ისინი შორს არიან შეთანხმების მიღწევისგან.
შეხვედრის შემდეგ რიაბკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინზე თავდასხმის გეგმა არ აქვს. DW-ის ინფორმაციით, რიაბკოვი ამტკიცებდა, რომ არ არსებობს არანაირი საფრთხე, ამ მხრივ ესკალაცია მოხდეს. გარდა ამისა, განაცხადა, რომ აშშ-ს პოზიციები "გასაკვირი არ არის".
"ჩვენ ავუხსენით კოლეგებს, რომ არანაირი გეგმა და განზრახვა უკრაინაზე თავდასხმის არ გვაქვს და არც შეიძლება გვქონდეს. ყველა ღონისძიება, რომელიც ჯარების საბრძოლო მომზადებას ეხება, ჩვენ ტერიტორიაზე ხორციელდება", — მის ციტატას რუსული სახელმწიფო სააგენტო Tass ავრცელებს.
შერმანმა თქვა, რომ მათთვის მიუღებელია რუსეთის შეთავაზება ნატოსგან გარანტიების მიღების შესახებ, ისევე, როგორც უკრაინის ნატოში არმიღების მოთხოვნა. მისი განცხადებით, ვერაფერი აიძულებთ, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა შეიცვალოს. შერმანმა აღნიშნა ისიც, რომ არ მიიღებენ გადაწყვეტილებას უკრაინაზე უკრაინის გარეშე, ისევე, როგორც ნატოზე, ნატოს გარეშე.
შერმანის თქმით, შეხვედრაზე გულწრფელად და პირდაპირ ისაუბრეს და ეს იყო დისკუსია ერთმანეთის უკეთ გასაგებად. მისივე თქმით, ეს არ იყო ის, რასაც მოლაპარაკებებს ეძახიან. თავის მხრივ რიაბკოვიც ამბობს, რომ შეხვედრა რთული, პროფესიონალური და კონკრეტული იყო. მისივე თქმით, აშშ სერიოზულად მიუდგა რუსეთის მოთხოვნებს.
ამავე თემაზე:
- რუსეთმა არაერთხელ განახორციელა აგრესიული ქმედებები საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში — ბლინკენი
- NATO-ს გაფართოება მნიშვნელოვანია ევროპაში დემოკრატიის თავისუფლებისთვის — სტოლტენბერგი
- რასმუსენი: 2008 წელს საქართველოსა და უკრაინას NATO-ს მაგიდასთან ადგილებს დავპირდით, დროა, გეგმა ჩამოვაყალიბოთ
- NATO-ს გაფართოება აღმოსავლეთით მიუღებელია, რა არის აქ გაუგებარი? — პუტინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
კომენტარები