რა გადაადგილებებია ენმ-ს პოლიტსაბჭოში
ნაციონალურ მოძრაობაში სტრუქტურული ცვლილებებია — პოლიტიკურ საბჭოს დღეიდან კობა ნაყოფია უხელმძღვანელებს, გენერალური მდივანი კი იქნება პეტრე ცისკარიშვილი. რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, როგორც მან განაცხადა, გარკვეული პერიოდით შეითავსებს თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობას.
ეს გადაწყვეტილება ენმ-ში პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც თითქმის ოთხი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ცვლილებები საჭიროა იმისთვის, რათა პარტიამ "უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას ამ ქვეყნის და სახელმწიფოს საკეთილდღეოდ". მელია ამტკიცებს, რომ ცვლილებების საჭიროება იმის გამო არ დამდგარა დღის წესრიგში, რომ ვინმე ვერ ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას.
"აუცილებლობა ცვლილებების არ არის განპირობებული მხოლოდ იმიტომ, რომ ვინც აქტიური იყო დღემდე პარტიაში, ის ვერ ართმევდა თავს და სხვა გაართმევს — არა, არავითარ შემთხვევაში. არც იმას ნიშნავს, რომ პარტიაში მხოლოდ და მხოლოდ ენერგიით სავსე ახალგაზრდები, ანუ ახალი თაობა უნდა მოვიდეს და თანაც უნდა მოვიდეს ჭარბად, პრინციპულად მნიშვნელოვანი მგონია ეს. ეს ასევე ნიშნავს შემდეგ რამეს, ჩვენ კარი უნდა გავუღოთ, ყველა გამოცდილ საქართველოს მოქალაქეს, მათ უნდა დაინახონ ჩვენში იმედი და პერსპექტივა, რომ ნაციონალური მოძრაობა არ იბრძვის ერთის მეორეთი ჩასანაცვლებლად", — განაცხადა მან.
გაურკვევლობა გამოიწვია პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტმა. მელიამ ბრიფინგზე განაცხადა: "მე ამ წუთის მდგომარეობით ვიყავი პარტიის თავმჯდომარე და ამავე დროს ვიყავი პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე და სამწუხაროდ, პარტიის გაძლიერებას არ ემსახურებოდა სტრუქტურულად გაუმართავი მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ ვიყავით დღეის მდგომარეობით". თუმცა მოგვიანებით თავადვე თქვა, რომ პარტიას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე არ ჰყავდა და ცვლილებები დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი.
"პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე პარტიას არ ჰყავდა დღემდე, გესმით. მე როგორ ვიყავი, მე ვიყავი პარტიის თავმჯდომარე, რომელიც პოლიტიკური საბჭოს არარსებობას მტკივნეულად განიცდიდა და სულ ტურბულენტურ პროცესში ვიყავით, დიდი ხანია გვქონდა ეს გადაწყვეტილება ჩვენ მიღებული, მაგრამ განვითარებული პროცესების კვალდაკვალ დღემდე ვერ მოხერხდა", — განაცხადა მელიამ.
მელიას თქმით, ეს პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება და პარტიის შიგნით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება.
"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ასევე უნდა გადაწყდეს ამ ცვლილებების შედეგად არის რა? ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკური მართლმსაჯულება დასრულდეს და არავის არ ჰქონდეს, ვიქნებით ოპოზიციაში, ვიქნებით ხელისუფლებაში, იმის განცდა, რომ ვიღაცა დაისაჯა ან დაკავებულ იქნა არასამართლიანად. დღეს არცერთი სახელწმიფო ინსიტუტის მიმართ არ არსებობს არანაირი ტიპის ნდგობა საზოგადოებაში და ეს არის მთავარი პრობლემა", — განაცხადა მან.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რისთვის იბრძვის ენმ და სურთ არა "შესაკრებთა გადანაცვლებით" გავიდნენ ფონს, არამედ "ჯამი შეიცვალოს"
"ალბათ უნდა მკითხოთ, მიზანი და შედეგი რა უნდა იყოს დღეს წამოწყებული პროცესისა — მინდა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ იცოდეს, რისთვის ვიბრძვით. ხშირ შემთხვევაში ამას ჩვენ, ამ წუთის მდგომარეობით, წარმატებით ვერ ვაკეთებთ", — განაცხადა მან.
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
კომენტარები