ნოვაკ ჯოკოვიჩმა სასამართლო მოიგო და ავსტრალიაში დარჩენის უფლება მიიღო
ჩოგბურთის სერბმა ვარსკვლავმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა 10 იანვარს სასამართლოში კანონიერი დავა მოიგო და ქვეყნიდან დეპორტაცია აირიდა: მოსამართლის განჩინებით, სახელმწიფომ ჯოკოვიჩი უნდა გაათავისუფლოს, ვიზა აღუდგინოს და ხარჯები აუნაზღაუროს.
ეს გადაწყვეტილება ხუთი დღის წინ მომხდარს უკავშირდება, როცა ნოვაკ ჯოკოვიჩი მელბურნში ჩაფრინდა ავსტრალიის ღია პირველობაზე საასპარეზოდ, მაგრამ მას ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის არქონის გამო, პრემიერმინისტრ სკოტ მორისონის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს.
ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ სპორტსმენი არ აკმაყოფილებდა ქვეყანაში შესვლისთვის საჭირო ყველა ვალდებულებას: ავსტრალიაში მხოლოდ კორონავირუსის ვაქცინით სრულად აცრილი პირები დაიშვებიან.
ჯოკოვიჩმა მის მიმართ მიღებული ზომები სასამართლოში გაასაჩივრა და სასამართლო დავა მოიგო კიდეც: მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ სპორტსმენს სათანადო დრო არ მიეცა, რათა ვიზის გაუქმების საკითხზე თავისი პოზიციის დაცვა შესძლებოდა.
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, იმიგრაციის მინისტრმა, ალექს ჰოუკიმ განაცხადა, რომ ჯოკოვიჩს შესაძლოა ხელმეორედ გაუუქმონ ვიზა და ქვეყნის დატოვება ისევ მოსთხოვონ.
ჯოკოვიჩი ვაქცინაციის სტატუსის შესახებ აქამდე საჯაროდ არ საუბრობდა, მაგრამ გასულ წელს მან განაცხადა, რომ "ვაქცინაციის წინააღმდეგი" იყო. ამ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ჩოგბურთელს 2021 წლის 16 დეკემბერს დაუდასტურდა კორონავირუსი, რის გამოც ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატორებმა გამონაკლისი დაუშვეს, რომ ქვეყანაში ის აცრის დამადასტურებელი სერტიფიკატის გარეშე შემოსულიყო. ამ გადაწყვეტილებამ ავსტრალიელთა უმეტესობა გააღიზიანა, რადგან ქვეყნის მოსახლეობის 90% სრულად არის ვაქცინირებული და ისინი საკმაოდ მკაცრ წესებს იცავენ.
ჯოკოვიჩმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ კორონავირუსი ორჯერ დაუდასტურდა: ერთხელ 2020 წლის ივნისში, მეორედ კი 2021 წლის 16 დეკემბერს.
სოციალური ქსელების მომხმარებლებმა აღმოაჩინეს, რომ ამ უკანასკნელ შემთხვევამდე, სანამ კორონავირუსი დაუდასტურდებოდა, წინა დღით სპორტსმენი საჯარო შეხვედრას პირბადის გარეშე ესწრებოდა.
ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონატი, რომელზეც ჯოკოვიჩი აქამდე ცხრაჯერ გახდა ჩემპიონი, 17 იანვრიდან დაიწყება და სპორტსმენს ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ მასზე ასპარეზობა ამჯერადაც შეძლოს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები