ნიუ-იორკში, 19-სართულიან კორპუსში გაჩენილ ხანძარს 19 ადამიანი, მათ შორის, 9 ბავშვი ემსხვერპლა. ოფიციალური პირების განცხადებით, ხანძრის შედეგად, 60 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 32 სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ქალაქის მერი, ერიკ ადამსი ამბობს, რომ რამდენიმე ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი შენობის მეორე ან მესამე სართულზე გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობის პროცესში 200-მდე მეხანძრე მონაწილეობდა.