ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა გადამწყვეტად უპასუხოს რუსეთს, თუ ის იმოქმედებს. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დიპლომატიური გზით აქვს სიტუაციის დეესკალაციის შესაძლებლობა.

"სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგი წარმოადგენს დიპლომატიის კრიტიკული კვირის დასაწყისს რუსეთთან. პუტინისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ დიპლომატიური გზით მას აქვს ამ სიტუაციის დეესკალაციის შესაძლებლობა. არჩევანი მასზეა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ გადამწყვეტად, თუ რუსეთი იმოქმედებს", — წერს შაჰინი

რუსეთთან დაკავშირებით ასევე ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა. მისი თქმით, რუსეთმა უკრაინის მიმართ არსებული საფრთხისშემცველი პოზიციებიდან უკან უნდა დაიხიოს. აღსანიშნავია, რომ 10 დეკემბერს ჟენევაში დაგეგმილია აშშ-სა და რუსეთის დიპლომატების შეხვედრა.