იმის გასააზრებლად, თუ რამდენად სწრაფად გადის დროს, საუკეთესო გზა სიმღერების მოსმენაა — იმ სიმღერებისა, რომლებიც წლების თუ ათწლეულების წინ გამოვიდა, თუმცა, გვგონია, რომ სულ ახლახან მოვისმინეთ პირველად. ათწლეული ლამის მთელ ეპოქას იტევს, იმდენად დიდი დროა (ან ასე გვეჩვენება), რომ დამსაქმებლები გასაუბრებაზე კანდიდატს ხშირად ეკითხებიან, 10 წლის შემდეგ სად ხედავ საკუთარ თავსო. ასე ჰკითხეს ბევრს, შეიძლება — თქვენც, 2012-ში; იმ წელს, როცა ეს სიმღერები გამოვიდა... კი, რამდენად დაუჯერებლადაც უნდა გეჩვენებოდეთ, წელს ამ სიმღერების გამოსვლიდან უკვე მთელი 10 წელი გადის.

1. Psy — Gangnam Style

დარჩა ვინმე, ვისაც ამ სიმღერაზე არ უცეკვია?

2. რიანა — Diamonds

იცოდით, რომ ეს სიმღერა სიას დაწერილია?

3. ნიკი მინაჟი — Starships

ნიკის ტემპს 10 წლის შემდეგაც ვერ ვეწევით, შესაბამისად, ამ სიმღერას კარაოკეზე უხერხული ღიმილით ვუვლით გვერდს ხოლმე.

4. Flo Rida — Whistle

რა გახსენებთ 2012 წლის ზაფხულს და რატომ სტვენა?

6. კეტი პერი — Part of Me

ეს სიმღერა იყო გამოთხოვება ბრუტალურ 2000-იანებთან.

7. P!nk — Try

სიმღერა თუ არა, შედევრალური კლიპი მაინც გემახსოვრებათ.

8. The Lumineers — Ho Hey

ეს სიმღერა გამოსვლის წელსაც ნოსტალგიური იყო.

9. ლორინი — Euphoria

ქუჩაში, მანქანებში, სავაჭრო ცენტრებში, რადიოში — სიმღერა, რომელიც ევროვიზია 2012-ის გამარჯვებული გახდა, მაშინ ყველგან ისმოდა.

10. ლანა დელ რეი — Summertime Sadness

2012 წლის შემდეგ ყველა ზაფხულს ამ სიმღერის ნოსტალგია და მელანქოლია მოჰყვება.