40 წლის იუბილეს აღსანიშნავად ქეით მიდლტონმა პრინცესა დაიანას საყურეები და Alexander McQueen-ის კაბა მოირგო
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი და კემბრიჯის ჰერცოგინია, ქეით მიდლტონი, 9 იანვარს 40 წლის გახდა. სამეფო ოჯახის ტრადიციისამებრ, იუბილეს აღსანიშნავად ფოტოსესია მოეწყო, სადაც ქეითმა Alexander McQueen-ის კაბები და პრინცესა დაიანასა და დედოდალი ელიზაბეთის საყურეები მოირგო.
საიუბილეო ფოტოსესიაზე ფოტოგრაფმა პაოლო როვერსიმ იმუშავა, რომელსაც ისეთ ცნობილ სახეებთან უთანამშრომლია, როგორიც ნაომი კემპბელი და კეიტ მოსია. როვერსის თქმით, ჰერცოგინიის სამი პორტრეტის გადაღება მისთვის "ჭეშმარიტი ბედნიერების მომენტი" იყო.
"ჩემთვის დიდებული გამოცდილება და დაუვიწყარი მომენტი იყო. შესანიშნავ ადამიანს შევხვდი; ადამიანს, რომელსაც თავისი დადებითი ენერგიით შეუძლია სამყაროს იმედი აჩუქოს", — ამბობს ფოტოგრაფი ქეითზე.
სამიდან ფერადი ერთადერთი ფოტოა, სადაც ქეითს წითელი კაბა აცვია და დედოფალი ელიზაბეთის საყურეები უკეთია. დანარჩენი ორი სურათი შავ-თეთრია და მე-19 საუკუნის ესთეტიკას ატარებს. ორივე მათგანში კემბრიჯის ჰერცოგინიას პრინცესა დაიანას კუთვნილი საყურეები უკეთია.
როგორც ცნობილია, ჰერცოგინია თავის დაბადების დღეს ოჯახთან ერთად ნორფოლკში აღნიშნავს.
ქეით მიდლტონმა და კემბრიჯის ჰერცოგმა, უილიამმა, 2011 წელს იქორწინეს. სამეფო წყვილს სამი შვილი ჰყავს. მომავალ დედოფლად მიჩნეული ქეითი ბრიტანეთში გამორჩეული რეპუტაციით სარგებლობს, დიდწილად საქველმოქმედო საქმიანობაში თავისი ჩართულობის გამო.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები