ცვალებად სამყაროში წარმატების მიღწევის გზა — პროექტების მართვის კურსი ალტე უნივერსიტეტისგან
გასული ორი წელი დიდი მაგალითი იყო იმისა, თუ რა რთული და სარისკოა თანამედროვე სამყაროში დიდი პროექტების დაგეგმვა. გამოწვევებთან გამკლავება და პროექტის ისე წარმართვა, რომ შედეგს დიდი დანაკარგების გარეშე მიაღწიო, სიღრმისეული ცოდნის, დიდი გამოცდილებისა და პროცესების სწორად შეფასების გარეშე რთულია. ამიტომ პროექტების მართვის კარგი სპეციალისტი ყველა ორგანიზაციისთვის შეუცვლელი კადრია.
ალტე უნივერსიტეტის პროექტების მართვის ერთთვიანი ინტენსიური კურსი მიზნად ისახავს იმ ადამიანების საჭირო ცოდნით აღჭურვას, რომლებიც მონაწილეობას იღებენ კომპანიაში სხვადასხვა ზომის პროექტების მართვასა და ცვლილებების განხორციელებაში. ასევე, კურსი განკუთვნილია მათთვისაც, ვისაც მნიშვნელოვნად მიაჩნია საკუთარ საქმიანობაში პროცესების სწორად დაგეგმვა და მართვა.
კურსი ინგა ყელაურაძემ, თეო ცერაძემ და გუკა კიტიამ შეიმუშავეს. თითოეულს ორგანიზაციულ პროცესებში მონაწილეობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, ამჟამად კი ისინი თიბისი ბანკის ეჯაილ ტრანსფორმაციის გუნდის წევრები არიან.
კურსის განმავლობაში, პროექტების მართვის როგორც ტრადიციულ, ისე თანამედროვე მეთოდებსა და პრაქტიკებს გაეცნობით, ასევე შეისწავლით ფართოდ გავრცელებულ ტექნიკებს პროექტის ეფექტურად დაგეგმარებისა და მართვისთვის. პრაქტიკული აქტივობებისა და მაგალითების საფუძველზე, განიხილავთ პროექტის მართვის ციკლში არსებულ ყველა შემადგენელ კომპონენტს:
- პროექტის დაგეგმვა და ბიუჯეტირება;
- პროექტის გუნდისა და სტეიკჰოლდერების მართვა;
- შედეგების გაზომვის ინსტრუმენტები და მონიტორინგი;
- ღირებულებაზე დაფუძნებული შედეგები;
- რისკების იდენტიფიცირება და მართვა.
"პროექტების მართვა უამრავ მიმართულებას მოიცავს და არ არის ვიწროდ სპეციალიზებული დარგი, შესაბამისად, ტრენინგზე მიღებული ცოდნა, გამოცდილება და ტექნიკური უნარები, გამოსადეგია სხვადასხვა სპეციალობის ადამიანისთვის", — ინგა ყელაურაძე.
"ბაზარი იმდენად სწრაფად ცვალებადია, რომ პროექტების მართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა, ამიტომ ეს ტრენინგი მიმდინარე დროისთვის საკმაოდ რელევანტური და საჭიროა. პროექტების მართვა უამრავი მიმართულებისათვის საჭირო პროცესების მართვას მოიცავს და არ არის ვიწროდ სპეციალიზებული დარგი. ტრენინგზე მიღებული ცოდნა, გამოცდილება და ტექნიკური უნარები, გამოსადეგია სხვადასხვა სპეციალობის ადამიანისთვის. პროექტების, ცვლილებებისა და მსგავსი აქტივობების მართვა თანაბრად სჭირდება, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორს, ტექნოლოგიურ მიმართულებას, სამშენებლო საქმეს თუ სხვა ნებისმიერ დარგს. სწორედ ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას მრავალმხრივი გამოყენება აქვს", — გვეუბნება ინგა ყელაურაძე.
კურსზე კი იმ კითხვებზე მიიღებთ პასუხს, რაც პროექტის მენეჯერის როლის უკეთ გააზრებაში დაგეხმარებათ:
- რა არის პროექტის მენეჯერისა და პროექტის გუნდის პასუხისმგებლობა?
- რა განსხვავებებია ამ კუთხით სხვადასხვა ინდუსტრიაში — მშენებლობა, წარმოება, არქიტექტურა, უძრავი ქონება, ინფორმაციული ტექნოლოგიები და ა.შ.?
- რას ნიშნავს პროგრამა, პორტფოლიო და პროექტი?
- პროექტის მენეჯერის როლის მიმოხილვა — რაზეა პასუხისმგებელი, რა გამოწვევების წინაშეა და რაზე უნდა ფოკუსირდეს პროექტის მენეჯერი?
- პროექტის გუნდის არსი და როლი — რა განსხვავებაა ტრადიციულ პროექტულ და თვითორგანიზებულ გუნდებს შორის? რა როლი აქვს PMO-ს?
ინგა ყელაურაძე თვლის, რომ ქართულ შრომით ბაზარზე პროექტების მართვის მცოდნე კადრების საჭიროებაა, სამუშაო შეხვედრების ტიპის ლექციებზე მიღებული ცოდნა კი არაერთ ადამიანს დაეხმარება საქმის უკეთ კეთებაში.
"საქართველოს შრომით ბაზარზე პროექტების მართვის მცოდნე პროფესიონალი კადრების საჭიროებიდან გამომდინარე, ალტე უნივერსიტეტთან ერთად შევიმუშავეთ ტრენინგ კურსი, რომელიც თანამედროვე მიდგომებისა და ტექნიკური ხერხების გამოყენებით წარიმართება. განვიხილავთ კონკრეტულ პრაქტიკულ მაგალითებს და გვექნება სამუშაო შეხვედრების ტიპის ლექციები, რაც თეორიულ ცოდნასაც დაფარავს და რეალურ მაგალითებზე პრაქტიკული მუშაობის შესაძლებლობასაც მოგვცემს. ასევე, განვიხილავთ წარმატებულ თუ წარუმატებელ პროექტებს და ვიმსჯელებთ, თუ როგორ წარვმართოთ პროცესი ისე, რომ რისკებისგან თავი მაქსიმალურად დავიზღვიოთ", — აღნიშნავს ინგა ყელაურაძე.
ინგას აზრით, წარმატებული პროექტის გაკეთება დაბალანსებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების გარეშე რთულია, ამიტომ კარგ სპეციალისტს სწორედ წარმატებული შედეგი განსაზღვრავს.
"წარმატებული პროექტის ჩამოყალიბება თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას შორის დაბალანსებულ ცოდნაზეა დაფუძნებული. უნდა განსაზღვრო რამდენად რეალურია პროექტი, რა რისკები არსებობს, რამდენად კარგად ვიცნობთ დაინტერესებულ მხარეებს და სხვების გამოცდილებას იგივე მიმართულებით. ამის გარეშე წარუმატებლობის შანსი ბევრად დიდია. კარგ სპეციალისტს გამოარჩევს მის მიერ დაგეგმილი პროექტების ხარისხი და მიღწეული შედეგები. იმ მიზნის მიღწევა უნდა შეგეძლოს, რომელიც დაისახე, თუმცა აუცილებელად უნდა შეგეძლოს იმის გაანალიზება, თუ როგორ მოახერხებ რისკთან გამკლავებას.“— ამბობს ინგა.
აღსანიშნავია, რომ ალტე უნივერსიტეტის Project Management-ის კურსზე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
ერთთვიანი ინტენსიური კურსის ფარგლებში დაგეგმილი პირველი ტრენინგი 14 თებერვალს ჩატარდება. 20 იანვრამდე დარეგისტირირებული პირებისთვის კი მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.
კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ალტე უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები