დეპუტატი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზებზე ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროებით ხელისუფლება ცდილობს გადაფაროს UNESCO-ს მიერ მისი მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეყვანა. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტს პროპაგანდის მცდელობად აფასებს.

"ამ დასკვნაზე რეაქციად ძალიან გაღიზიანებულმა ქართულმა ოცნებამ, უცებ აღმოჩნდა, რომ ამდენი ხნის და მოლოდინის შემდეგ გამოაქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა [...] რა თქმა უნდა, ეს არის მორიგი ტყუილი და მორიგი პროპაგანდის მცდელობა, რომ გადაფარონ UNESCO. ოღონდ, რაც არ უნდა მხოდეს ვერაფერი ვერ გადაფარავს საერთაშორისო, ნდობით აღჭურვილ ინსტიტუტს. რაც არ უნდა ილაპარაკოს პაპუაშვილმა ან ნებისმიერი ქართული ოცნების წარმომადგენელმა", — განაცხადა ხოშტარიამ TV პირველთან საუბრისას.

UNESCO-მ TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა. მასალაში მითითებულია, რომ ლაშქარავა საქართველოში 2021 წლის 5 ივლისს მოკლეს. ამ ფაქტის გახმაურებიდან რამდენიმე საათში შსს-მ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ჰეროინით ინტოქსიკაცია გახდა. უფრო ზუსტად, ამის შედეგად გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

გაიგე მეტი: