6 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა.

დღეს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 3,0890 ლარი გახდა, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 0,74 თეთრით გამყარებას ნიშნავს.

რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 0,71 თეთრით გამყარდა და ერთი ევრო 3,4952 ლარს გაუტოლდა.

შეგახსენებთ, რომ ლარის კურსის მერყეობის შესამცირებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასულ წელს 9 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ჯამურად 332,9 მლნ დოლარი გაყიდა. მათ შორის, ბოლო სავალუტო აუქციონი 30 სექტემბერს შედგა, სადაც ეროვნულმა ბანკმა 60 მილიონი დოლარი გაყიდა.

სებ-ის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ხვალ, 7 იანვარს შევა ძალაში.