მექსიკის კათოლიკური ეკლესია, როგორც ჩანს, ახალგაზრდა მრევლის ნაკლებობას განიცდის და სააღდგომო ღონისძიებებზე ამ სეგმენტის მოსაზიდად მარველის კომიქსების გმირების გამოყენება გადაწყვიტა.

ფოტო: amphibiabones / Reddit

ეს ფოტო ინტერნეტ ფორუმ Reddit-ზე გამოჩნდა და მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გადაიღო და ფორუმზე ატვირთა.

პოსტერზე, რომელზეც ქრისტესთან ერთად კაპიტანი ამერიკა და Iron Man არიან გამოსახულები, ვკითხულობთ, Pascua Juvenil - რაც ახალგაზრდულ აღდგომას ნიშნავს.

დაგეგმილი ღონისძიებები, რომლებიც არ ვიცით რა არის და დიდი იმედი გვაქვს მალე გავიგებთ, 12, 13, 14 და 15 აპრილს გაიმართება.