დე ფაქტო აფხაზეთში 12 არაღიარებული ქვეყნის საფეხბურთო გუნდები ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატს ჩაატარებენ.

Guardian-ის ინფორმაციით, სეპარატისტი ქვეყნების გუნდების საფეხბურთო ჩემპიონატი სოხუმში, დინამოს სტადიონზე და გაგრაში, 29 მაისიდან გაიმართება.

დამოუკიდებელი ავტონომიების გუნდების ჩემპიონატს Conifa მართავს, რომელსაც კავშირი არ აქვს Fifa-სთან.

"კონიფას" წარმომადგენლის თქმით, ასოციაცია არაღიარებულ ავტონომიურ რესპუბლიკებს საერთაშორისო ფეხბურთის თამაშის საშუალებას აძლევს, რადგან ფიფას წესები მათ მიმართ მეტისმეტად უსამართლოა.

რადიო თავისუფლების ცნობით, ჩემპიონატში მონაწილე არაღიარებული ქვეყნებს შორის არიან სომალილენდი, ლაპლანდია, ჩაგოსის კუნძულები და რეცია.

აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2009 წელს რუსეთმა აღიარა, მას მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ ვენესუელა, ნიკარაგუა და წყნარი ოკეანის კუნძული ნაურუ შეუერთდა.