ქართველი მსახიობი ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.

ნიკა ქაცარიძე 2005 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო და მონაწილეობა მიღებული აქვს ისეთ ცნობილ სპექტაკლებში, როგორებიცაა დარისპანის გასაჭირი (რეჟისორები – რ. სტურუა, ზ. პაპუაშვილი), პატარა უფლისწული (რეჟისორი – გ. თოდაძე) და სანახაობის მომწყობი (რეჟისორი – ქრისტიან პაპკე).

მას ქართველი მაყურებელი ასევე კარგად იცნობდა სხვადასხვა ცნობილი სატელევიზიო შოუდან, მათ შორის სერიალებიდან ჩემი ცოლის დაქალები და შუა ქალაქში.